ფანჯრის რაფაზე წვიმის წვეთები ეცემა . ოთახში ვზივარ და ველოდები რაღაცას ან შეიძლება ვიღაცასაც
იმის გამო რომ ოთახში ჩემს მეტი არავინაა არც არავინ და არაფერი მოძრაობდა., რა თქმა უნდა ჩემი და ერთი რაღაცის გარდა . იგი თავისთვის, სადღაც ჩუმად ეკიდა კედელზე და ვერავინ ამჩნევდა საათის წკარუნს. მე ვხვდებოდი , ვხვდებოდი იმაზე მეტსაც ვიდრე შენ გგონია. ვხვდებოდი რომ დრო გადიოდა და მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა ...
აი უცებ გამახსენდა ასეთ ამინდში როგორ ვთამაშობდით მე ნინი და სოფო. იცი რა მახსოვს ? რა და გადაიღებდა თუ არა წვიმა მაშინვე ვიცვავდით ბოტებს და წვიმისგან დატოვებულ გუბეებში დავრბოდით. სახლში ერთიანად გალუმპულები ვბრუნდებოდით , რასაც ყოველთვის აუარებელი დატუქსვა და შენიშვნები მოჰყვებოდა მშჴბლებისგან.
კარგი იყო მარ
რთლა კარგი იყო ლაღიდა უდარდელი ბავშვობა . ნეტავ ახლა იმ დროშიდამაბრუნა , დროში რომელშიც ყველაფერი ბავშვურია...
იცი კიდე რა გამახსენდა ? პატარა რომ ვიყავი, ალბატ სამი -ოთხი წლისა , ვიღაც ბავშვებს გაგვეხუმრა და გვითხრა თავი ზემოთ აწიეთ და ნაცარქექიას დაუძახეთო . მან დაგვარწმუნა, რომ ნაცარქექია მოვიდოდა. დიდი ხანი ვეძახდით ნაცარქექიას. ერთი სული მქონდა მენახა ზღაპრის ის გმირი რომელმაც დევს ჭკუით აჯობა და ამდენი რამ მოიფიქრა მის გასასულელებლად . რომ იცოდე რამდენი კითხვა მქონდა მასთან . მაგრამ მაინც არ მოდიოდა მე კი ჩემი ბავშური გულიბრყვილობით მჯეროდა , რომ მოვიდოდა.
რა ჩქარა გადის დრო ... რა ულმობელია , ნეტა რატომ არ გველოდება ? არ შეიძლება ერთხელ მაინც ჩვენ დაგველოდოს დრო და არა დროს ჩვენ . ამასობაში ათასობით წამი გავიდა . რასაც ახლა ვწერ ეს უკვე წარსულია და ბოლოს მართლაც
წამი წამით გაშორებს წარსულთან ....





0 comments:
Post a Comment